|
2020-04-28 14:12:57, 13898 ნახვა
ომი უკრაინაში
ცერცვაძე - COVID-19-ით ინფიცირებისა და გარდაცვალების ასეთი მაჩვენებელი მიუთითებს, რომ ქვეყანაში მკურნალობის ტაქტიკა სწორია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის თვალსაზრისით ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკასთან შედარებით უკეთესი მდგომარეობაა. მისი თქმით, დაინფიცირებისა და გარდაცვალების ასეთი მაჩვენებელი მიუთითებს, რომ ქვეყანაში მკურნალობის ტაქტიკა სწორია. „ზოგადად, საქართველოს აქვს ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში სხვა ქვეყნებთან შედარებით ძალიან კარგი მდგომარეობა. სულ 511 პაციენტია და კიდევ უფრო კარგი მდგომარეობაა გარდაცვლილი პაციენტების მცირე რიცხვის მაჩვენებელით, რადგან სულ 6 გარდაცვლილი პაციენტია. შესაბამისად, ეს ძალიან დიდი ალბათობით მიუთითებს იმაზე, რომ ზოგადად, ქვეყანაში მკურნალობის ტაქტიკა სწორია. ჩვენთან ამჟამად მკურნალობა ხორციელდება 10 კლინიკაში. ხორციელდება ერთიანი მიდგომით, ერთიანი სქემით, ერთიანი პრინციპებით ხდება როგორც დიაგნოსტიკა, ასევე მკურნალობის შერჩევა. ამავე დროს თითოეულ პაციენტთან მკურნალობის საკითხი წყდება ინდივიდუალური მიდგომით, რადგან კოვოდი ძალიან მრავალსახოვანი დაავადებაა. ახალია, ძალიან ბევრი ისეთი თვისება აღმოაჩნდა, რომლებიც აქამდე ჩვენთვის ცნობილი არ იყო და არც მსოფლიოს ექიმებისთვის“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)