11:32 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-27 00:00:40, 16320 ნახვა

High - Tech
ილონ მასკის Starlink-ის თანამგზავრები უკვე საქართველოდანაც ჩანს - ვიდეო

ილონ მასკის Starlink-ის თანამგზავრები უკვე საქართველოდანაც ჩანს. ამის ამსახველი, ფოტოები საქართველოს მოქალაქეებმა "ფეისბუქზე" გამოაქვეყნეს.

22 აპრილს ილონ მასკის კომპანიამ პროექტ Starlink-ის ფარგლებში კოსმოსში 60 ახალი ხელოვნური თანამგზავრი გაუშვა. ამით დედამიწის ორბიტაზე გაყვანილი მიკროსატელიტების რაოდენობამ 422-ს მიაღწია. ისინი გეოსტაციონარულ საკომუნიკაციო თანამგზავრებზე ბევრად დაბლა მოძრაობენ, რის გამოც სიგნალი ჩვენამდე უფრო მალე აღწევს და ინტერნეტის სისწრაფეს განაპირობებს.

პროგრამა Starlink-ის ფარგლებში დედამიწის ორბიტაზე ეტაპობრივად გაეშვება 40 000 ხელოვნური თანამგზავრი, რომლებიც ინტერნეტით მთელ პლანეტას დაფარავენ და ამ მხრივ გაცილებით გადააჭარბებენ თანამგზავრული ინტერნეტის ამჟამად მოქმედ ნებისმიერ პროვაიდერს.

კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელის, ილონ მასკის თქმით, Starlink-ის სატელიტური ინტერნეტი პირველი მომხმარებლებისთვის უახლოეს მომავალში იქნება ხელმისაწვდომი. მის მიერ ტვიტერზე გამოქვეყნებულ პოსტში ვკითხულობთ, რომ სერვისის ბეტა ვერსიის დახურული ტესტირება დაახლოებით 3 თვეში დაიწყება, 6 თვის შემდეგ კი ის საჯარო გახდება.

ბექა მამუკაშვილის ფოტო









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს: დავაკავეთ პირი, რომელსაც FBI ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერისთვის ეძებდა
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics