11:50 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-15 10:22:58, 773 ნახვა

სამართალი
ცეცხლსასროლი იარაღის შემოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს და შემოსავლების სამსახურის  საბაჟო დეპარტამენტის  თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, საბაჟო პროცედურების გავლისას,  სომხეთის რესპუბლიკის  მოქალაქე, 1947 წელს დაბადებული ფრუნზიკ ა.  საქართველოს საბაჟო საზღვარზე  ცეცხლსასროლი იარაღის  წესის დარღვევით შემოტანის ბრალდებით სასაზღვრო პოლიციის მესამე სამმართველოს (წითელი ხიდი) მეექვსე სასაზღვრო სექტორის (სადახლო) დასაცავ მონაკვეთზე დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულს  საბაჟო გამშვები პუნქტ „სადახლოს“ გავლით, სომხეთის რესპუბლიკიდან საქართველოში „ვალტერის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი და 10 საბრძოლო ვაზნა წესის დარღვევით შემოჰქონდა. სამართალდამცველებმა დაკავებულის კუთვნილი ავტომანქანის სალონიდან ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება საქართველოს საბაჟო საზღვარზე  ცეცხლსასროლი იარაღის წესის დარღვევით შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რაც 5-დან 8 წლამდე  თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics