|
2020-04-21 17:22:11, 12667 ნახვა
ომი უკრაინაში
ირაკლი ჩიქოვანი - შემდგომი ორიდან სამი კვირის განმავლობაში ვირუსის გავრცელების ყველაზე აქტიური და პიკური ფაზა იქნება
შემდგომი ორიდან სამი კვირის განმავლობაში ვირუსის გავრცელების ყველაზე აქტიური და პიკური ფაზა იქნება, - ამის შესახებ, პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც ჩიქოვანმა აღნიშნა, ქვეყანა ახალი კორონავირუსის სრულმასშტაბიანი შიდა გავრცელების ეტაპზეა. „კოვიდ 19“-ის გლობალური გამოწვევა ძალიან მძიმედ აისახება როგორც თითოეულ ჩვენს მოქალაქეზე, ასევე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე და ჩვენ კარგად გვესმის, რომ ამას თითეული ჩვენთაგანი კარგად და ზუსტად აღვიქვამთ. საქართველოს მთავრობის ბრძოლა „კოვიდ 19“-ის გავრცელების წინააღმდეგ სწორედ იმიტომ იქნა აღიარებული წარმატებულად, რადგანაც, ჯერ კიდევ ჩვენს ქვეყანაში პირველი ფაქტის დაფიქსირებამდე ერთი თვით ადრე საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო ძალიან ქმედითი და მიზანმიმართული გადაწყვეტილებების მიღება, რასაც უნდა შეეფერხებინა „კოვიდ 19“-ის გავრცელება. რა თქმა უნდა, ეს პროცესი იყო თანმიმდევრული, გეგმის შესაბამისი და თითოეული ეს გადაწყვეტილება ეყრდნობოდა პროფესიონალების და ჩვენი ექსპერტების მოსაზრებებს. სწორედ ამის შედეგია, რომ ამ დროისთვის, კორონავირუსის 408 დადასტურებული ფაქტი არის ქვეყანაში და არა გაცილებით უფრო მეტი. ფართოვდება კლასტერები სამწუხაროდ და სულ უფრო რთულდება და მძიმდება იმ წყაროს დადგენა, საიდანაც ეს კლასტერები ვრცელდება. ქვეყანა სრულმასშტაბიანი შიდა გავრცელების ეტაპზეა“, – განაცხადა ჩიქოვანმა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)