04:13 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-18 10:50:57, 8907 ნახვა

ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაიას განცხადებით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მძიმე პნევმონიით 8 პაციენტია მოთავსებული

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში მძიმე პნევმონიით 8 პაციენტია მოთავსებული.

მისი თქმით, კრიტიკულთან მიახლოებული 2 პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა.

„დღეს დაგვემატა 15 დადასტურებული შემთხვევა და გვაქვს სულ 385. ასევე დაგვემატა 7 გამოჯანმრთელებული. იყო 77 და გახდა 84. ამ გამოჯანმრთელებულებში 50-ზე მეტი ჩვენი პაციენტია. დადასტურებულ შემთხვევებშიც ჩვენ უკვე გადავაცილეთ 100-ზე მეტს. გუშინ ჩვენ ცენტრს საღამოდან დილამდე პაციენტი არ შემატებია და გვყავს ისევ 45 დადასტურებული შემთხვევა. გუშინდელ 6 დადასტურებულ შემთხვევაში, გაფართოებული კვლევების შედეგად, შეფასების შემდეგ 3 არის საკმაოდ მძიმე პნევმონიით. ჯერჯერობით მათი მდგომარეობა მართვადია. თუ არსებულ პროგრესირებას აღარ განიცდის ეს დაავადება, მაშინ დასტაბილურდება.

მძიმე გვყავდა 5 პნევმონია. ერთი სუნთქვის უკმარისობით და დანარჩენი სუნთქვის უკმარისობის გარეშე. დაგვემატა კიდევ 3 პაციენტი და ამ ეტაპზე მძიმე პნევმონიით გვყავს 8 პაციენტი და კრიტიკულთან მიახლოებული, რაც უკვე დასტაბილურებულია გვაყავს 2 პაციენტი“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics