13:28 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-17 14:54:41, 2156 ნახვა

რეგიონი
იმერეთის რეგიონში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს დახმარება გადაეცათ

დევნილი ოჯახებისთვის საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების გადაცემის პროცესი გრძელდება. ამ ეტაპზე, დახმარება იმერეთის რეგიონში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს დაურიგდათ. 

სურსათისა და ჰიგიენური საშუალებების ნაკრებს მრავალშვილიანი ოჯახები, მარტოხელა მშობლები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და ონკოლოგიური ავადმყოფები იღებენ. ამასთან, აღნიშნული დევნილი ოჯახები რეგისტრირებულები არიან სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ბაზაში და მინიჭებული აქვთ 30 001-ზე ნაკლები ქულა.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის  სააგენტოს ბიუჯეტში დევნილი ოჯახების დახმარების მიზნით 100 000 ლარამდე გამოიყო. საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები, საქართველოს მასშტაბით, ჯამში,1050 დევნილ ოჯახს გადაეცემა.

პარალელურად, ქუთაისში დევნილთა საცხოვრებელი შენობების დეზინფექცია მიმდინარეობს.   სადეზინფექციო სამუშაოები ქუთაისის, ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის რეგიონალური სასწავლო ცენტრის დირექტორის მერაბ კვიცარიძის მხარდაჭერით, 16 დასახლებაში  ჩატარდება. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics