|
2020-04-17 13:47:19, 16247 ნახვა
ომი უკრაინაში
რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 29 პაციენტიდან, 2 მედიკოსია
რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების რიცხვი 29-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ განაცხადა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, კოვიდინფექციით ინფიცირებული 29 პაციენტიდან, 2 კლინიკა „თიმის“ მედიკოსია. „რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ 69 პაციენტი იმყოფება, აქედან 29 პაციენტს დადასტურებული აქვს კოვიდინფექცია, დანარჩენ პაციენტები არიან კვლევის ფაზაში, ზოგი ცოტახანში დატოვებს კლინიკას, ის ადამიანები ვისაც არ დაუდასტურდა კორონავირუსი, ნეგატიური ტესტი აქვთ და ამ ნეგატიური ტესტების საფუძველზე ნაწილი საკარანტინო ზონაში გადავა, ნაწილი კი სხვა კლინიკებში, რათა იქ განაგრძონ მკურნალობა. ჩვენს კლინიკაში არიან კოვიდ-19-ით ინფიცირებული მედიკოსები, 2 მედიკოსია, კლინიკა „თიმის“, რაც შეეხება ჩვენს პერსონალს, ყველას ტესტირება ნეგატიურია, შესაბამისად რესპუბლიკურ საავადმყოფოს ინფიცირებული მედიკოსი არ ჰყავს“, - განაცხადა ლევან გოფოძემ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)