|
2020-04-14 20:46:11, 18681 ნახვა
ომი უკრაინაში
საზღვარგარეთ კორონავირუსით საქართველოს მოქალაქეების ინფიცირების 92, ხოლო გარდაცვალების 9 შემთხვევაა დაფიქსირებული
საზღვარგარეთ კორონავირუსით საქართველოს მოქალაქეების ინფიცირების 92, ხოლო გარდაცვალების 9 შემთხვევაა დაფიქსირებული, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს საგარეო საქმეთა სამინისტროდან ყოველდღიურად მიეწოდება. „საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლისას აქვს წარმატებებიც. გამოჯანმრთელდა 69 ადამიანი, მაგრამ ამავდროულად გვაქვს სამი სიკვდილი. ვერ მოვუარეთ იმ ხანდაზმულებს, იქ იყო ძალიან მძიმე თანმხლები დაავადებები. სამწუხაროდ გვაქვს საზღვარგარეთ ჩვენს თანამემამულეებში ინფიცირების 92 შემთხვევა. ამ ინფორმაციას ჩვენ საგარეო საქმეთა სამინისტროდან ყოველდღიურად ვიღებთ. სამწუხაროდ არის ცხრა გარდაცვლილი, რომლებიც ცხოვრობდნენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)