05:28 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-12 18:58:35, 546 ნახვა

საზოგადოება
„პარტიზანული მებაღეობის“ წარმომადგენლის დასაკავებლად საკრებულოში საპატრულო პოლიცია გამოიძახეს

„პარტიზანული მებაღეობის“ წარმომადგენლის ნატა ფერაძის დასაკავებლად თბილისის საკრებულოს დაცვის უფროსმა საპატრულო პოლიცია გამოიძახა.

თუმცა როგორც ფერაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი დაკავება საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის მიერ განხორციელებული სატელეფონო ზარის შედეგად გადაიფიქრეს.

ამ დროისთვის საკრებულოსთან საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.

შეგახსნებთ, თბილისის საკრებულოს სხდომაზე, სადაც მირზაშაფის კორექტირებულ პროექტს განიხილავდნენ, ინციდენტი მოხდა.

„პარტიზანული მებაღეობის“ წარმომადგენელმა ნატა ფერაძემ პროექტთან დაკავშირებით პროტესტი გამოთქვა. მან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის  განკუთვნილი ადგილიდან, რომელიც მეორე სართულზე მდებარეობს, დეპუტატებს ბოთლიდან წყალი გადაასხა.

როგორც ფერაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, განხილვის პროცესში არავის აზრი არ მოისმინეს და სხდომა „სრულ სიჩუმეში მიმდინარეობდა“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics