16:49 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-14 11:35:18, 2107 ნახვა

სამართალი
განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 9 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული ნ.ბ. დამნაშავედ ცნო.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საქართველოს გენერალური პროკურატურიდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 9  წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

სასამართლო  პროცესზე  გამოკვლეული  მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ნ.ბ.-მ 2020 წლის 1 თებერვალს,  ბოლნისის რაიონის სოფელ სამწევრისში, ეჭვიანობის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მეზობელს ფ.ა.-ს დანით გულმკერდის არეში  ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად ფ.ა. ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცავებმა ნ.ბ. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურამ მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარუდგინა  და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ნ.ბ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9  წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური
Flyone-მა კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
შსს - უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განადგურდა
ივანიშვილის წარმომადგენელ პაპუაშვილს ჰქონია, რომ ცენზურა ქვეყანაში ევროკავშირის იმიჯის გამოსასწორებლად დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics