02:14 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-11 13:28:46, 2126 ნახვა

მსოფლიო
ფილადელფია, ვაშინგტონი და ბალტიმორი კორონავირუსის გავრცელების მომავალ ცხელ წერტილებად მოიაზრებიან

ექიმი ბრიქსი აცხადებს, რომ ფილადელფიას, ვაშინგტონსა და ბალტიმორს ყურადღებით აკვირდებიან, რადგან შიშობენ Covid-19-ის აფეთქების შემდეგი ცხელი წერტილები გახდებიან.

ექიმი დებორა ბრიქსი, თეთრი სახლის კორონავირუსთან ბრძოლის დეპარტამენტიდან, აცხადებს, რომ ოფიცოალური პირები შეშფოთებულები არიან ვაშინგტონის, ბალტიმორის და ფილადელფიის მდგომარეობით.

1400-ზე მეტს ადამიანს Covid-19 დაუდგინდა ვაშნგტონში, 27 კი გარდაიცვალა.

ფილადელფიაში 87 გარდაცვალების ხოლო 4700 დაინფიცირების შემთხვევა დადასტურდა.

ბალტიმორში კი 13 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 866 ადამიანი კორონავირუსით დაინფიცირდა.

გასულ კვირას ექიმმა ბრიქსმა შემაშფოთებელ ზრდაზე ისაუბრა, ჩიკაგოსა და დეტროიტში, ასევე პენსილვანიასა და კოლორადოს შტატებში.

ბალტიმორი, ვაშინგტონი და ფილადელფია Covid-19- ის მომავალ ცხელლ წერტილებადმოიაზრებიან.

დებორა ბრიქსი აცხადებს, რომ ამ სამ შტატს ოფიციალური პირები განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებიან.

„ჩვენ მათ ვაკვირდებით, რადგან ამ ადგილებში სტატისტიკა შემაშფოთებელია“, - განცხადა ექიმმა ბრიქსმა.

„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ თუ მოსახლეობა გააგრძელებს კარანტინის წესის მკაცრად დაცვას, მონდომება, რაც ამ რამდენიმე კვირის განმავლობაში გამოიჩინეს, გამოიღებს შედეგს და ისეთივე ვირუსული პიკი, როგორიც ნიუ-იორკში, კონექტიკუტში, ნიუ-ჯერსისა და როდ აილენდში გვაქვს აქ არ იქნება. ოფიციალური პირების განცხადებით ვაშნგტონი ვირუსყლი პიკის ადრეულ სტადიაზეა“, - განაცხადა თეთრი სახლის Covid-19-თან ბრძოლის კოორდინატორმა დებორა ბრიქსმა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics