01:01 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-11 10:54:16, 12004 ნახვა

ომი უკრაინაში
საქართველოს სამ მოქალაქეს კორონავირუსი თურქეთში დაუდასტურდა

საქართველოში კორონავირუსის  კიდევ 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, სამივე მათგანი უცხოეთიდან  სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების შემთხვევას უკავშირდება.

„236 დადასტურებული შემთხვევიდან გვყავს 3 შემოტანილი შემთხვევა. ეს ნიშნავს, რომ 3 პაციენტს კოვიდინფექცია თურქეთში დაუდასტურდა. ჩვენ სამკურნალო დაწესებულებაში გვემატება, მაგრამ, ისინი ცალკე უნდა განვიხილოთ. ამიტომ 233 შემთხვევა გვაქვს საქართველოში დადასტურებული“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მთავრობის მიერ შექმნილ ვებ საიტზე, StopCoV.ge-ზე არსებულ მონაცემებს დაემატა ახალი გრაფა, სადაც საქართველოში სამკურნალოდ უცხოეთიდან გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების მაჩვენებელი ჩანს. 

ამასთან, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4672 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 373 პირი რჩება.

ცნობისთვის, საქართველოში ახალი კორონავირუსისგან 54 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 გარდაიცვალა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics