01:40 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-12 14:40:59, 867 ნახვა

სამხედრო
„პალდოში“ სამეთაურო-საშტაბო სწავლება „გორდა 2015“ გაიმართა

საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის რეზერვისტთა საველე მომზადების ბანაკ „პალდოში“ სამეთაურო-საშტაბო სწავლება „გორდა 2015“ გაიმართა. სწავლება ნორვეგიის სამეფოს შიდა გვარდიის ორგანიზებით ჩატარდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლების მიზანი ეროვნული გვარდიის სხვადასხვა დონის შტაბის დაგეგმვისა და აღსრულების პროცესის უნარ-ჩვევების გაუმჯობესება იყო. წვრთნის ფარგლებში ნორვეგიელმა ოფიცრებმა ქართველ კოლეგებს გამოცდილებაც გაუზიარეს.

„გორდა 2015-ის“ მიმდინარეობას საქართველოს შეიარაღებული ძალებისგენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე, J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი, ბრიგადის გენერალი გიორგი სურმავა, ეროვნული გვარდიის უფროსი, ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე, ნორვეგიის შიდა გვარდიის სარდალი, გენერალ-მაიორი თორ რააბი და დაგეგმარების დეპარტამენტის უფროსი, გენერალ მაიორი ოდინ იოჰანესენი, ასევე სხვა ოფიციალური პირები გაეცნენ. სწავლების დასასრულს ქართველმა და ნორვეგიელმა სამხედრო მაღალჩინოსნებმა საქართველოს ეროვნული გვარდიის სტრუქტურული ერთეულების მომზადების დონე დადებითად შეაფასეს.

საველე მომზადების ბანაკ „პალდოში“ გამგზავრებამდე ნორვეგიის დელეგაციის წარმომადგენლები ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელობას შეხვდნენ. სტუმრებმა საქართველოს ეროვნული გვარდიის სტრუქტურის, ისტორიის, მიზნებისა და ამოცანების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის გეგმებიც განიხილეს.

ეროვნული გვარდიის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ლევან გამყრელიძემ ნორვეგიის სამეფოს შიდა გვარდიის მე–8 ოლქის მეთაური, პოლკოვნიკი თორ მიელსტადი მედლით „გენერალი კვინიტაძე“ დააჯილდოვა. ნორვეგიელმა ოფიცერმა თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი ჯილდო ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საკითხებში შეტანილი წვლილისათვის მიიღო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics