06:57 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-07 23:36:23, 15846 ნახვა

ომი უკრაინაში
დავითაშვილი - კომერციულად მისაღები ინიციატივები შესაძლოა არ იყოს თავსებადი ჯანდაცვის რეკომენდაციებთან, ჩვენი უპირველესი ამოცანა კი, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, დღეს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ყველა კომერციულად მისაღები ინიციატივა, შესაძლოა არ იყოს თავსებადი ჯანდაცვის რეკომენდქციებთან, ხოლო მათი ამოცანა მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაა.

მან ასევე აღნიშნა, რომ გურიასა და ხაშურში მობილურმა ბაზრებმა დაიწყო ფუნქციონირება. 

„გურიასა და ხაშურში ფუნქციონირება დაიწყო მობილურმა ბაზრებმა. მოვუწოდებდი ყველა ახალი ინიციატივის ავტორს, რომ მჭიდრო კომუნიკაცია ჰქონდეთ მედიკოსებთან, გათვალისწინებული იყოს ჯანდაცვის უწყების მოთხოვნები. ჩვენ შეიძლება კომერციულად მისაღები ინიციატივები გვქონდეს, მაგრამ ეს არ იყოს თავსებადი  ჯანდაცვის რეკომენდაციებთან. ჩვენი უპირველესი ამოცანაა მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა. აქედან გამომდინარე, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს იმ რეკომენდაციებთან თანხვედრაში, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი გასცემს. ამიტომ, ძალიან კარგია, როცა ჩვენ მედიაციას ვახდენთ სავაჭრო ჯაჭვის სხვადასხვა რგოლს შორის, ეს იქნება ფერმერები, მწარმოებლები, საბითუმო შემსყიდველი თუ მომხმარებელი, მაგრამ მნიშვნელოვანია,  რომ ეს მოხდეს ღია სივრცეებში, მოხდეს ისე, რომ მინიმალური იყოს კონტაქტი, იყოს სოციალური დისტანცირება, იყოს სანიტარიულ-ჰიგიენური წესები დაცული.  პირბადეები უნდა იყოს გამოყენებული და ეს არის სავალდებულო პირობა, მათ შორის, ასეთი ტიპის სავაჭრო სივრცეების ფუნქციონირებისას, ეს არის უკვე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს ორგანიზებული პლატფორმები ითვალისწინებდეს მედიკოსების რეკომენდაციებს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics