|
2020-04-07 18:35:17, 15387 ნახვა
ომი უკრაინაში
თენგიზ ცერცვაძე - საქართველოს ინფექციის გავრცელებითა და სიკვდილიანობის მიხედვით მსოფლიოში 109-ე ადგილი უკავია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოს ინფექციის გავრცელებითა და სიკვდილიანობის მიხედვით მსოფლიოში 109-ე ადგილი უკავია. მისი თქმით, ქვეყანა ევროპაში 53-ე ადგილზეა და საქართველოზე უკეთესი მდგომარეობა მხოლოდ ჯუჯა სახელმწიფოებშია. „მინდა გითხრათ, რომ ამ მომენტისთვის საქართველოში სულ დაფიქსირებულია 195 შემთხვევა, მათგან კი გარდაიცვალა მხოლოდ 3 პაციენტი. გამოჯანმრთელდა 45 პაციენტი, რაც ძალიან დიდი მაჩვენებელია. ასეთი პატარა ქვეყნისთვის ეს დიდი მაჩვენებელია და მათგან 35 პაციენტი გამოჯანმრთელდა ჩვენს საავადმყოფოში, ხოლო დანარჩენი ქვეყნის სხვა კლინიკებში. მინდა გითხრათ ერთი საინტერესო ფაქტი. საქართველოს კორონავირუსის ინფექციის გავრცელებისა და გარდაცვალების რაოდენობის მხრივ, ევროპის 53 ქვეყნიდან უკავია 50-ე ადგილი. ჩვენზე პირობითად უკეთესი მდგომარეობა და ცოტა გარდაცვლილი ჰყავთ მხოლოდ ისეთ ჯუჯა სახელმწიფოებს, როგორიცაა ლიხტენშტეინი, მონაკო და ვატიკანი. ჩვენზე მეტი ჰყავს დანარჩენ 50 ქვეყანას ევროპაში. ასევე ჯუჯა სახელმწიფოებს, როგორიცაა ლუქსემბურგი, 2000-ზე მეტი ავადმყოფი ჰყავს და 300 ათასი მოსახლეობა და ისლანდია, რომლის მოსახლეობაც 300 ათასია, 1500 ავადმყოფი ჰყავს. მსოფლიოში საქართველოს ინფექციის გავრცელებისა და სიკვდილიანობით უკავია 109-ე ადგილი და ჩვენ უკან არიან მხოლოდ ის სახელმწიფოები, რომელთა დასახელება, ჩვენ ალბათ, არც ვიცით. ესაა ტროპიკული სახელმწიფოები, ისეთი სახელმწიფოები, სადაც ეს დიაგნოსტიკა ხდება თუ არა, ესეც არ ვიცით და მითუმეტეს, მათგან მოწოდებული აღრიცხვა როგორია, არ ვიცით“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)