|
2015-08-11 15:23:12, 1043 ნახვა
სამხედრო
კიბერუსაფრთხოების ბიუროში სტაჟირების პროგრამა დასრულდა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროში ტალინის ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ქართველმა სტუდენტებმა სტაჟირება დაასრულეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ექვსი სტუდენტი კიბერუსაფრთხოების ბიუროში სტრუქტურული ერთეულების მუშაობის პროცესს, ბიუროს სტრუქტურას, ამოცანებსა და ინფრასტრუქტურას ერთი თვის განმავლობაში ეცნობოდა. ისინი აქტიურად იყვნენ ჩართულები პრაქტიკულ სამუშაოებშიც. დღეს ბიუროს დირექტორმა ანდრია გოცირიძემ ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებს სტაჟირების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა, ახალგაზრდებს პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა და სტუდენტებთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროს ერთ-ერთ პრიორიტეტს ახალგაზრდა კადრების მოზიდვა წარმოადგენს. სტაჟირება საქართველოს მთავრობის „საჯარო დაწესებულებებში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ“ დადგენილების თანახმად ხორციელდება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)