17:57 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-01 10:37:04, 3723 ნახვა

ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მისი თქმით, გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა ამ ეტაპზე 22-მდე გაიზარდა.

„გუშინ დილას გვყავდა 108 პაციენტი, ახლა კი დაგვემატა 7 პაციენტი და გვყავს 115. ამ 7 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 2 ჩვენს ცენტრშია. დანარჩენი 5 არის ამჯერად, COVID-ის მიმღებ სხვა 9 ცენტრში. ერთი ცენტრი დაემატა ბათუმში, ერთი ქუთაისში და ზუგდიდში. ამ 115 პაციენტიდან 51 არის ჩვენი პაციენტი და დანარჩენები კი სხვა 9 დაწესებულებაში. დაგვემატა ერთი ახალი გამოჯანმრთელებული პაციენტი, რომელმაც გუშინვე დატოვა ჩვენი ცენტრი. ჩვენ უკვე გვყავს 19 გამოჯანმრთელებული შემთხვევა, 3 არის საჩხერეში და ჯამში გვყავს 22 გამოჯანმრთელებული პაციენტი“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
„სოლიდუსი“ ოკუპირებული აფხაზეთის მომარაგებისთვის ბენზინს ეძებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics