|
2020-03-31 13:35:31, 2842 ნახვა
ომი უკრაინაში
მოგზაურობის ისტორიის მქონე მოქალაქეების გარდა, კორონავირუსზე ტესტი შესაძლოა ადამიანთა დამატებით ჯგუფებსაც ჩაუტარდეს
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ხვალ გახდება ცნობილი, მოგზაურობის ისტორიასთან კავშირში მყოფი მოქალაქეების გარდა, რომლი ჯგუფის წევრებს ჩაუტარდებათ ტესტირება. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, დღეს დასრულდება მუშაობა ალგორითმზე, რომელიც საფუძვლად უნდა დაედოს აღნიშნულ კვლევებს. „ამ შემთხვევაში ეს არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული განმარტება, რას ნიშნავს საეჭვო შემთხვევა და რას ნიშნავს დიაგნოსტირებული შემთხვევა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტების ცვლილება ქვეყნების დონეზე გამართლებული პრაქტიკა არ არის და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ცვლილებას არ გავაკეთებთ. თუმცა, ალგორითმი, რომელიც მუშავდება, ითვალისწინებს ტესტირების გაფართოებას და მისი ტესტირებით მოცვის გაფართოებას არა მხოლოდ მოგზაურობის ანამნეზთან დაკავშირებული პირებისთვის, არამედ იმ პირებისთვის, ვისაც შეიძლება ჰქონდეს გარკვეულ ეტაპზე რთული კლინიკური სიმპტომები, რაც შესაძლოა მიანიშნებდეს COVID-19-ის არსებობას, ასევე სხვა მაღალი რისკის პირებში. ამდენად, განმარტების თვალსაზრისით, ჩვენ მივყვებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებას, რაც შეეხება იმას, თუ რომელი ჯგუფი დაექვემდებარება ტესტირებას და გასცდება თუ არა ეს მოგზაურობის ანამნეზთან მიბმულ ისტორიას, ამაზე პასუხს გასცემს ის ალგორითმი, რომელიც დღეს დასრულდება და ხვალიდან გახდება ხელმისაწვდომი, როგორც კლინიცისტებისთვის, ასევე საზოგადოებისთვის“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
„სოლიდუსი“ ოკუპირებული აფხაზეთის მომარაგებისთვის ბენზინს ეძებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)