|
2015-08-10 09:48:17, 777 ნახვა
სამართალი
უეფა-ს სუპერთასის მატჩის გამო, თბილისში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
უეფა-ს სუპერთასის მატჩის გამო, დედაქალაქში ტრანსპორტის მოძრაობა 11 აგვისტოს 18:00 საათიდან ზოგიერთ უბნებში მოძრაობა შეიზღუდება. „შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ 11 აგვისტოს, 18:00 საათიდან, თბილისში, უეფა-ს სუპერთასის მატჩთან დაკავშირებით, ავტომანქანების გადაადგილება იკრძალება შემდეგ ქუჩებზე: მტკვრის მარცხენა სანაპიროს და ცაბაძის ქუჩის კვეთიდან ცაბაძისა და თევდორე მღვდლის ქუჩების კვეთამდე (ცაბაძის ქუჩა სრულად დაიკეტება); წერეთლის გამზირის დასაწყისიდან (N1-დან) ვახუშტის ქუჩის კვეთამდე; დაიკეტება დ.აღმაშენებლის გამზირი. კერძოდ, თამარ მეფის გამზირისა და დ.აღამაშენებლის გამზირის კვეთიდან დ.აღმაშენებლის გამზირისა და ცაბაძის ქუჩის კვეთამდე; ავტომანქანები ვერ იმოძრავებენ დავით ყიფიანისა და მეტრეველის ქუჩებზე; მოძრაობა იკრძალება თამარ მეფის გამზირისა და მ.წინამძღვრიშვილის ქუჩის კვეთიდან მ.წინამძღვრიშვილის ქუჩისა და წერეთლის გამზირის კვეთამდე; მძღოლები ვერ იმოძრავებენ აბასთუმნის ქუჩაზე. შედეგად, სრულად დაიკეტება ბ.პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის - „დინამო არენას“ მიმდებარე ქუჩები“,-აღნიშნულია განცხადებაში. შსს-ს ინფორმაციით, ავტომანქანებით გადაადგილება ქუჩების გადაკეტვის დროს ნებადართული იქნება მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, თამარ მეფის გამზირსა და თევდორე მღვდლის ქუჩაზე.
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)