|
2015-08-10 09:37:33, 801 ნახვა
სამართალი
დეპუტატი გიორგი კარბელაშვილი რამდენიმე საათიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს
დეპუტატი გიორგი კარბელაშვილი რამდენიმე საათიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, მას რამდენიმე საათი მოუწია იზოლატორში ყოფნა. ინციდნეტი ღამის პირველ საათზე სოფელ ქვიშხეთში მოხდა. მანქანით მყოფი დეპუტატი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა გააჩერა, რის შემდეგაც ის დააკავეს. კარბელაშვილი თავდაპირველად ოსიაურის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. დაკავების მოტივის შესახებ ოფიციალური განცხადება ოჯახის წევრების თქმით, პოლიციაში არ გაკეთებულა. ახლობლები მთელი ღამის განმავლობაში ითხოვნენ მის ნახვას. მათ ასევე სურდათ პოლიციის სახელზე განაცხადის დაწერა, თუმცა უშედეგოდ. ოსიაურში გვიან ღამით ჩავიდა პარლამენტის ვიცე–სპიკერი გიორგი ბარამიძეც, მაგრამ მას შენობაში შესვლის უფლება არც მას მისცეს. ამასთან, როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება 353-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციელისთვის სამსახურებრივი მოვალეობის დროს წინაარმდეგობის გაწევას გულისხმობს.
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)