15:45 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-18 15:40:16, 1464 ნახვა

ეკონომიკა
თურნავა - მივიღეთ დავალება, რომ მაქსიმალურად მოვახდინოთ წარმოების ლოკალიზაცია და განვავითაროთ საკუთარი წარმოება

„გვაქვს მიღებული დავალება, რომ მაქსიმალურად მოვახდინოთ წარმოების ლოკალიზაცია და განვავითაროთ საკუთარი წარმოება“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, სამინსიტრო აქცენტს გააკეთებს იმ დარგების განვითარებაზე, რომელიც დღეს ყველაზე მეტად მოთხოვნადია.

„გვაქვს მიღებული დავალება, რომ მაქსიმალურად მოვახდინოთ წარმოების ლოკალიზაცია და განვავითაროთ საკუთარი წარმოება. აქამდეც სახელმწიფო და ეკონომიკური გუნდი სხვადასხვა პროგრამის მეშვეობით ავითარებდა ადგილობრივ წარმოებას, მაგრამ დღეს აქცენტს გავაკეთებთ სწორედ იმ დარგების განვითარებასა და აღორძინებაზე, რომელზეც ვხედავთ, რომ დღესდღეობით ყველაზე დიდი მოთხოვნაა, რათა ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული იმპორტზე. ამ დარგების ჩამონათვალს უახლოესი დღეების განმავლობაში წარვუდგენთ პრემიერ-მინისტრის საკოორდინაციო საბჭოს. ასევე მე და ჩემმა კოლეგა ლევან დავითაშვილმა მივიღეთ დავალება ჩვენი პროგრამები „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში გადავაწყოთ იმგვარად, რომ სწორედ ადგილობრივ წარმოებებს შევუწყოთ ხელი. იქნება ეს კვების დეფიციტური პროდუქტების წარმოება თუ რაიმე სხვა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics