18:24 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-14 11:24:35, 7816 ნახვა

ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაია - კორონავირუსზე 19 პაციენტის პასუხი უარყოფითია, ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა კი სტაბილურია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, გუშინ კორონავირუსზე ტესტირება 19 პაციენტს ჩაუტარდა და ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია.

მისივე თქმით, დილის მონაცემებით, ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.

„გუშინ 19 პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება და 19-ვე პასუხი იყო უარყოფითი. ამ ეტაპზე ჩვენთან წევს 44 პაციენტი. მიღებული 19 პაციენტის პასუხებიდან ახლა ხდება შეფასება საკარანტინე სივრცეში მათი გადაყვანის შესახებ და ეს პროცესი გაგრძელდება. ამავდროულად, შემოვიდა ახალი პაციენტები. სულ 7 პაციენტი, რომელთანაც დღეს დილას მოხდება ტესტირების ნიმუშის აღება და დაახლოებით დღის მეორე ნახევარში მათი მდგომარეობაც იქნება ცნობილი. პარალელურად, ჩვენთან მუდმივად ხდება პაციენტების შემოსვლა და გაწერა. დღის მეორე ნახევარში ალბათ, კიდევ ახალი პაციენტები დაემატებიან, რომელთა ტესტირებაც ჩატარდება მეორე ეტაპად ანუ დღის მეორე ნახევარში და რომლის პასუხსაც ყოველთვის დილით ვღებულობთ.

დილის მონაცემებით პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. იმ პაციენტის მდგომარეობა, რომელთანაც ვირუსი შედარებით მძიმე პნევმონიით მიმდინარეობს, სტაბილურადაა. მისი ტემპერატურა უკვე აღარ აცილებია 37.7 გრადუსს“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, ამ ეტაპზე საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 25 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმში რჩება 314 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა 63 ადამიანი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics