|
2020-03-10 15:05:59, 5239 ნახვა
სამხედრო
„კრწანისში“ ახალი სამეთაურო-საშტაბო წვრთნების ცენტრის მშენებლობა დაიწო
წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“, JTEC-ის ტერიტორიაზე ახალი სამეთაურო-საშტაბო ცენტრის მშენებლობა დაიწყო, რომელიც 2021 წელს დასრულდება. ნატოს სტანდარტების შესაბამისი სამეთაურო-საშტაბო წვრთნების ცენტრის (CSTC) შენობის საძირკველში დროის კაფსულა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად ჩადო. კაფსულაში სიმბოლურად ცენტრის მშენებლობის დაწყების შესახებ დოკუმენტი ჩაიდო, რომელსაც ხელი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) მეთაურმა, პოლკოვნიკმა გიორგი დუმბაძემ, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა გრიგოლ ჭელიძემ და ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდალმა, პოლკოვნიკმა იოსებ ლოლაძემ მოაწერეს. სამეთაურო-საშტაბო წვრთნების ცენტრი საერთაშორისო და ეროვნული დონის მნიშვნელოვან საშტაბო სწავლებებს უმასპინძლებს. 2022 წელს ცენტრში ნატო-საქართველოს სწავლება გაიმართება. ერთ შენობაში იქნება განთავსებული სწავლების კონტროლი ყველა ელემენტით, რაც სხვადასხვა სახის სწავლების ერთიან სივრცეში გამართვის შესაძლებლობას შექმნის. ახალი ინფრასტრუქტურა საშტაბო სწავლებების კლასიფიცირებულ გარემოში ჩატარებისა და საერთაშორისო სწავლებებში დისტანციურად ჩართვის საშუალებასაც იძლევა. სამეთაურო-საშტაბო წვრთნების ცენტრი, ასევე უმასპინძლებს მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციებს, სემინარებსა და სამუშაო შეხვედრებს.
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)