21:06 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-05 12:26:33, 2633 ნახვა

ეკონომიკა
ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობამ 31.4 მილიარდი ლარი შეადგინა

„ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2019 წლის IV კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 21.7 პროცენტით გაიზარდა და 31.4 მილიარდი ლარი შეადგინა“, - ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა განაცხადა.

მათი ცნობით, 2019 წლის IV კვარტალში მთლიანი ბრუნვის 52.7 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 20.0 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო 27.3 პროცენტი - მცირე ბიზნესზე ნაწილდება.

„ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2019 წლის IV კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 21.7 პროცენტით გაიზარდა და 31.4 მილიარდი ლარი შეადგინა.

ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2019 წლის IV კვარტალში მისი მოცულობა 13.4 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 15.7 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

2019 წლის IV კვარტალში მთლიანი ბრუნვის 52.7 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 20.0 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო 27.3 პროცენტი - მცირე ბიზნესზე ნაწილდება.

მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 36.2 პროცენტი, საშუალოზე - 27.3 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე - 36.5 პროცენტი“, - წერს საქასტატი.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics