|
2020-02-24 15:10:28, 1851 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა ტრასეკას ახალ გენერალურ მდივანს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ევროპა - კავკასია - აზიის სატრანსპორტო დერეფნის (ტრასეკა) პროგრამის ახალ გენერალურ მდივანს ასეტ ასავბაევს შეხვდა. აღნიშნული პროგრამა მიმართულია აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო დერეფნის განვითარებისკენ, რომელიც სათავეს იღებს ევროპაში და სამხრეთ კავკასიის გავლით ცენტრალური აზიისკენ მიემართება. შეხვედრას ასევე დაესწრო მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს მონაწილეობა ტრასეკას პროგრამის ფარგლებში და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. ნათია თურნავამ ტრასეკას ახალ გენერალ მდივანს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკური ტენდენციების, მიმდინარე და დაგეგმილი ეკონომიკური რეფორმების, ასევე იმ გადაწყვეტილებების შესახებ, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო საქართველოს სატრანსპორტო - ლოგისტიკური შესაძლებლობების გაზრდის მიმართულებით. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, როგორიცაა საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაცია, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, ასევე საპორტო შესაძლებლობების გაზრდისკენ მიმართული პროექტები. ნათია თურნავას განცხადებით, აღნიშნული პროექტების დასრულებისა და ამოქმედების შემდეგ საქართველოს საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობა მნიშვნელოვნად გაიზრდება, ასევე ამაღლდება გადაზიდვების უსაფრთხოება. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საკონტეინერო გადაზიდვების გაზრდილ მაჩვენებელზე. კერძოდ, 2019 წელს საქართველოს პორტები მოემსახურნენ კონტეინერების რეკორდულ მაჩვენებელს - 647,816 ტეუ - ს, რაც 2018 წელთან შედარებით 42 პროცენტით მეტია. აღნიშნული ტენდენცია 2020 წელსაც შენარჩუნდა. ამასთან, გაიზარდა საქართველოს რკინიგზის მეშვეობით გადაზიდული კონტეინერების რაოდენობაც და მატებამ წინა წელთან შედარებით 39 პროცენტი შეადგინა. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილა საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი სატრანსპორტო კორიდორის გაციფრულების პროექტზე, რომელიც ქვეყნის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ნათია თურნავას განცხადებით, აღნიშნულის პროექტის განხორციელებით მნიშვნელოვნად გაიზრდება დერეფნის კონკურენტუნარიანობა და მიმზიდველობა, რომელიც ჩინეთსა და ევროპას ცენტრალური აზიისა და კავკასიის გავლით ერთმანეთს დააკავშირებს. მხარეები აღნიშნული დერეფნის განვითარების პროცესში თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. „ტრასეკას" პროგრამაში ჩართულია საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, ირანი, უკრაინა, მოლდოვა, თურქეთი, ბულგარეთი, რუმინეთი.
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)