17:50 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-24 12:55:38, 1812 ნახვა

კომენტარი
ბოკერია - ხელისუფლება არაფერს აკეთებს ტატუნაშვილის ამბის განმეორების თავიდან ასაცილებლად

 „ხელისუფლება არაფერს აკეთებს ტატუნაშვილის ამბის განმეორების თავიდან ასაცილებლად“, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს" წევრი, გიგა ბოკერია ტატუნაშვილი-ოთხოზორიას გარდაცვალებაში დამნაშავე პირების დაუსჯელობას.

გიგა ბოკერია ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს სამართლიანობა და დამნაშავეები სათანადოდ დასაჯოს.

„ამ მოკლულთა ოჯახებისთვის რას აკეთებენ ისინი რეალურად, იმისთვის რომ ამ შემთხვევაში სამართალმა იზეიმოს და ის ხალხი დაისაჯოს, ვინც ეს საზარელი მკვლელობები ჩაიდინა. რითი შეამცირებენ რისკებს ჩვენი მოქალაქეებისთვსი ხვალ ზეგ, იმიტომ , რომ მარტო ეს ორი შემთხვევა არ გვაქვს, სხვებიც გვაქვს. ეს ორი გამოვყავი უბრალოდ და პასუხი ამ კითხვაზე არის მოკლე და მოსალოდნელიც, ივანიშვილის რეჟიმის პირობებში, პრაქტიკულად არაფერს არ აკეთებენ. ეს არის სწორედ შეურაცხმყოფელი და უტიფარი დამოკიდებულება საზოგადოების მიმართ", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics