22:05 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-20 18:41:06, 2589 ნახვა

სამართალი
მერაბიშვილის ადვოკატი - ხელისუფლების წინააღმდეგ ე.წ ციხიდან გაყვანის საქმეზე, სამართლებრივ პროცედურებს დავიწყებთ

საქართველო ყოფილი შსს-ს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ე.წ ციხიდან გაყვანის საქმეზე, ხელისუფლების წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებენ.

მერაბიშვილის ადვოკატის გიორგი ჩივიაშვილის თქმით, საქმე რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს, ის ვერანაირად ვერ განაპირობებს მერაბიშვილის სახლიდან დაპატიმრებას.

„ერთი საქმე იხილება საქალაქო სასამართლოში. ეს გახლავთ 7 ნოემბრის საქმე, მე არაერთხელ აღვნიშნე და ახლაც გავიმეორებ, რომ რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს აღნიშნული საქმის განხილვა, ის ვერანაირად ვერ განაპირობებს მერაბიშვილის სახლიდან დაპატიმრებას, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მას მოხდილი აქვს 6 წელი და 9 თვე. არ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ ამ ხელისუფლების პირობებში დასჯილები იქნებიან ის ადამიანები, რომლებმაც მისი ციხიდან იძულებით გაყვანა და შანტაჟით მიხეილ სააკაშვილის მიმართ იფორმაციის გამოძალვასთან დაკავშირებით მოახდინეს. შემდეგ ხელისუფლებას მოუწევს ამ ადამიანების იდენთიფიცირება და დასჯა“, - გიორგი ჩივიაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics