20:55 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-15 15:22:01, 3075 ნახვა

კომენტარი
გიორგი ვაშაძე კობახიძის განცხადებაზე - ძალიან სამარცხვინოა, როდესაც საერთაშორისო კრიტიკას არაადეკვატურად პასუხობს

 „ძალიან სამარცხვინოა, როდესაც ასეთ არაადეკვატურ პასუხებს სცემს კონგრესის, სენატის, ევროკავშირის, ევროსაბჭოსა და საერთაშორისო მედიის კრიტიკას“, - ასე გამოეხმაურა „ახალი საქართველოს“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ ევროკავშირი უმრავლესობას მოუწოდებს, ოპოზიცია მხრებით ატაროს.

ვაშაძის თქმით, ასეთი თავხედური განცხადებების გამოა, რომ უმრავლესობას ქვეყნის გარეთ აღარ ენდობიან.

„ასეთი თავხედური განცხადებების გამოა, რომ მათ სიტყვას ფასი არ აქვს. არავინ აღარ ენდობა, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ. ძალიან სამარცხვინოა, როდესაც ასეთ არაადეკვატურ პასუხებს სცემს კონგრესის, სენატის, ევროკავშირის, ევროსაბჭოსა და საერთაშორისო მედიის კრიტიკას. ეს ნიშანვს, რომ მათ არც კი აქვთ წარმოდგენლი რეალურად რა არის გასაკეთებლი ქვეყანაში. ამიტომ პასუხს მიიღებენ არჩევნებზე“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის ყოფილმა თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროპარლამენტარები უმრავლესობას მოუწოდებენ, „მძიმე რეპუტაციის მქონე ოპოზიცია საკუთარი მხრებით ატარონ“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics