23:17 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-14 14:10:24, 2349 ნახვა

სამართალი
განზრახ მკვლელობასა და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობასა და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ა.დ. დამნაშავედ ცნო.

როგორც „ექსპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2008 წლის 23 მაისს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ა.დ.-ს ქ.თბილისში, კაფე-ბარ „შარდენ-ბარში“ ლ.ა.-სთან კამათი მოუხდა, რაც ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. მათ გაშველებას ბარის დაცვის თანამშრომლები შეეცადნენ და ეზოში გაიყვანეს, სადაც ჩხუბი გაგრძელდა. მოგვიანებით კი სიონის ქუჩაზე მდებარე რესტორან ,,კონკასთან’’ გადაინაცვლეს, სადაც ა.დ.-მ, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ლ.ა.-ს დანით გულ-მკერდის არეში ჭრილობა მიაყენა და კვლავ აპირებდა დანის დარტყმას, თუმცა მას დაცვის თანამშრომელი რ.ნ. გადაუდგა. აღნიშნულით განაწყენებულმა ა.დ.-მ განზრახ მოკვლის მიზნით, რ.ნ. -ს დანით გულ-მკერდის არეში მიაყენა ჭრილობა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანების შედეგად რ.ნ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ლ.ა.-ს გადარჩენა მოხერხდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ა.დ. დაუსწრებლად დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 19, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად მას გაუნახევრდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ა.დ.-ს მიმართ მიმდინარეობს ძებნა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics