22:34 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-12 12:22:29, 1847 ნახვა

კომენტარი
მდინარაძე საერთაშორისო კრიტიკაზე - ვნახეთ, რომ მათი განცხადებები არარეალურ ფაქტებზე იყო დაფუძნებული

პარლამენტის ვიცე სპიკერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკა არარეალურ ფაქტებზე იყო დაფუძნებული, რასაც მოწმობს პოზიტიური განცხადებები, რომლებიც პარტნიორებმა აშშ-ში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტისას გააკეთეს.

მდინარაძის თქმით, „ქართული ოცნება“ არანაირი საფრთხის წინაშე არ დგას და გამონაკლისი განცხადებების გამო, პარტნიორებთან ურთიერთობა არ გაუფუჭდება.

„ჩვენ ვნახეთ, გარკვეული პერიოდის წინ კრიტიკა, რომელიც დაფუძნებული აღმოჩნდა, რომ არარეალურ ფაქტებზე და არასწორად მიწოდებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით იყო გაკეთებული. ამის შემდეგ, როდესაც ვიზიტი შედგა აშშ-ში პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, მაშინაც ვნახეთ განცხადებები, რომლებიც აბსოლუტურად პოზიტიური და მხარდამჭერი იყო. როგორც ჩანს, საგარეო ფლანგზე ბრძოლის ასეთი რეჟიმი გვექნება, ჩვენ ამას ვეგუებით, მაგრამ საბოლოო ჯამში მთავარია, რომ ჩვენ არანაირი საფრთხის წინაშე არ ვდგავართ, რომ ურთიერთობები გაგვიჭირდეს ამ გამონაკლისი განცხადებების გამო ჩვენ პარტნიორებთან“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მანვე დასძინა, რომ კონგრესმენების კრიტიკა უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით უნდა განიხილონ სტრასბურგში და არა საქართველოში.

„ჩვენ სასამართლოს საქმიანობაში ვერ ჩავერევით. თუ ვინმეს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიმართ უნდა იყოს გარკვეული პრეტენზიები, ეს პრეტენზიები განიხილება ხოლმე ევროპაში, სტრასბურგში და არა საქართველოში. დარწმუნებული ვარ სტრასბურგი კიდევ ერთხელ გამოიტანს ობიექტურ განაჩენს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics