00:53 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-10 11:02:11, 1415 ნახვა

სამართალი
გიგი უგულავას საქმეზე უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგი უგულავას საქმეზე უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს.

როგორც გიგი უგულავას ადვოკატი, ბექა ბასილაია აცხადებს, სასამართლო პროცესი დარღვევების ფონზე მიმდინარეობს. ის არ გამორიცხავს, რომ გიგი უგულავა ე.წ „ფონდის“ საქმეზე შესაძლოა დააკავონ.

„არ გვაქვს პოზიტიური მოლოდინი ამ საქმესთან დაკავშირებით. ამ საქმეზე შესაძლოა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება იყოს ბრუტალური და გიგის უკვე მესამედ აღუკვეთონ თავისუფლება. თუმცა ეს ყველაფერი ხორციელდება ძალიან უხეში პროცედურული დარღვევების ფონზე. მაშინ, როდესაც ექვს თვიანი განხილვის საკასაციო ვადა ამოწურულია, მაშინ, როდესაც საქმრეს იხილავს მოსამართლე, რომელიც რამდენიმე თვის წინ ამ საქმეზე მთავარ ბრალმდებლად გვევლინებოდა, საუბარია თადუმაძეზე. ეს ყველაფერი ჩვენ გვავარაუდებინებს, რომ ამ საქმეს აქვს იმ ტენდენციის გაგრძელება, რაც გიგის წინააღმდეგ ბოლო პერიოდია განსაკუთრებით დაჩქარდა და გამძაფრდა“, - განაცხადა  „მთავარ არხთან“ საუბრისას ბექა ბასილაიამ.

ცნობითვის, „თბილისის განვითარების ფონდიდან“ 48 მილიონი ლარის გაფლანგვის საქმეზე 2018 წლის თებერვალში დედაქალაქის ყოფილ მერს, გიგი უგულავას 1 წლითა და სამი თვით პატიმრობა მიესაჯა, თუმცა სასჯელი სხვა საქმეზე დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics