00:05 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-08 18:12:35, 2265 ნახვა

კომენტარი
უდუმაშვილი სააკაშვილის შტაბზე - რაც უფრო მეტი წინააღმდეგობის ფრონტი იქნება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, მით უკეთესი

„რაც უფრო მეტი წინააღმდეგობის ფრონტი იქნება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, მით უფრო კარგი იქნება“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს შტაბი ახალგაზრდების გასააქტიურებლად კარგი საშუალება იქნება.

„რაც უფრო მეტი წინააღმდეგობის ფრონტი იქნება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, მით უფრო კარგი იქნება. რაც უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება ამ ბრძოლაში, საბოლოოდ ჯამში, რომელმაც უნდა მიგვიყვანოს გამარჯვებამდე, არის ძალიან მნიშვნელოვანი. კარგად ვხედავთ, როგორ გააქტიურდნენ ახალგაზრდული მოძრაობები იგივე  „შეცვალე“, „გაბედე“, სირცხვილია“ და ა.შ ისინი პრაქტიკულად ყოველ დღე აქტიურობენ ამ ბრძოლაში. სწორედ ახალი სახეების მოსაზიდად, ახალგაზრდების გასააქტიურებლად ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ეს შტაბი, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი მოვა. ის ხალხი, ვისაც პოლიტიკაში ჩართვა, ვისაც სურს ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დააანონსა, რომ „სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში“ პირველი მარტიდან გახსნის შტაბს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics