00:07 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-07 11:47:41, 1975 ნახვა

კომენტარი
კალაძე - „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისაც აქვს გამარჯვების შანსი

 „ერთადერთი პოლიტიკური პარტია, ვისაც აქვს გამარჯვების შანსი, ვისაც შეუძლია მოიპოვოს უმრავლესობა, საკონსტიტუციო უმრავლესობაც კი, ეს არის „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძემ საარჩევნო სისტემაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ თუ ოპოზიცია არ დათანხმდება მმართველი გუნდის მიერ შეთავაზებულ კომპრომისულ ვარიანტს, მაშინ არჩევნები ჩატარდება არსებული სისტემით.

„ირაკლი კობახიძეს ვეთანხმები, რომ ერთადერთი პოლიტიკური პარტია, ვისაც აქვს გამარჯვების შანსი და მოიპოვოს უმრავლესობა, ეს არის „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“, შეიძლება საკონსტიტუციო უმრავლესობაც კი. საზოგადოებაში არის ძალიან დიდი მხარდაჭერა. მგონი ყველა ყველაფერს ხედავს, თუ რა ხდება, რა მდგომარეობაა, რა გამოწვევებია და ერთადერთი ძალა, რომელსაც აქვს საზოგადოების მხარდაჭერა არის „ქართული ოცნება“. სხვა დანარჩენი, ვინ რამდენ პროცენტს აიღებს დამოკიდებულია ხალხზე, მე დარწმუნეული ვარ ხალხის მხარდაჭერით იქნება ეს გამარჯვება. ოპოზიციის გადასაწყვეტია როგორ იმოქმედებენ, მთავარია შევჯერდეთ საარჩევნო სისტემაზე. ჩვენი მხრიდან გაკეთებული კომპრომისული ვარიანტი , 100/50-ზე იქნა შეთავაზებული, თუ ისინი დათანხმდებიან ამ ვარიანტს - დათანხმდებიან, თუ არა და არჩევნები ჩატარდება არსებული სისტემით“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics