12:08 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-05 18:26:36, 1451 ნახვა

რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძემ ბუთურაულში სტიქიის ადგილები დაათვალიერა

უხვი ნალექის შედგეგად მცირე მეწყერი განვითარდა სოფელ ბუთურაულში. შოთა მახაჭაძისა და დავით დიასამიძის საცხოვრებელ სახლებთან ახლოს მიწის მასა ჩამოიშალა.

სტიქიის ადგილი შუახევის მერმა ფროდონ ფუტკარაძემ ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაათვალიერა და მოსახლეობის საჭიროებებზე ინფორმაცია ადგილობრივებისგან პირადად მიიღო.

,,პირადად დავათვალიერე დამეწყრილი ადგილები, გავესაუბრე ადგილობრივებს. სტიქიის კერას გეოლოგები შეისწავლიან, საჭიროების შემთხვევაში ოჯახებს გავიყვანთ ქირით“, -აღნიშნა ფრიდონ ფუტკარაძემ.

ხელმძღვანელმა პირმა ბუთურაულში იაშა მიქელაძის ოჯახიც მოინახულა, რომლის საცხოვრებელ სახლთან გასულ წელს განვითარდა მეწყერული პროცესები. მიქელაძეებს გაეწია შუამდგომლობა ეკომიგრანტ ოჯახებზე საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics