03:04 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-05 15:54:28, 980 ნახვა

კომენტარი
ჯანდაცვის მინისტრი - მედიკამენტების რაციონალურად გამოყენების და მათზე დანახარჯების შემცირებისთვის პოლიფარმაციის კონტროლზე ვიმუშავებთ

პარლამენტში, ჯანდაცვის მინისტრმა მედიკამენტების პოლიტიკაზეც ისაუბრა. 

მისი თქმით, აღნიშნული თემა მოსახლეობისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს, ვინაიდან სწორედ ამ კომპონენტზე მოდის  ჯიბიდან დანახარჯების დიდი ნაწილი. ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ აუცილებელია არსებობდეს კონკრეტული სტრატეგია, რომელიც მედიკამენტების ფასებზე, ხელმისაწვდომობასა და ხარისხზე იქნება გათვლილი.

„მედიკამენტების რაციონალურად გამოყენების და მათზე დანახარჯების შემცირებისთვის ჩვენ ვიმუშავებთ პოლიფარმაციის კონტროლზე.  ხარისხის კომპონენტში, აქცენტს გავაკეთებთ ქვეყანაში წამლის რეგისტრაციისა და ბაზარზე დაშვების საკითხზე, რომლის აუცილებელი საფუძველი გახდება GMP  სერტიფიკატი", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრი ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების  პროგრამასაც შეეხო. როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა პროგრამა, 2017 წლიდან ამოქმედდა და უკვე 128 ათასზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა.

„თუმცა უნდა ითქვას, რომ პროგრამაში გამოიკვეთა გარკვეული ბარიერები, რაც მის წარმატებით მიმდინარეობას უშლის ხელს.   ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, შევცვალოთ მედიკამენტების პროგრამის დღეს არსებული დიზაინი", - აღნიშნა მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics