02:11 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-05 14:18:11, 1942 ნახვა

სამართალი
თბილისში, მშენებარე კორპუსიდან 2 მუშა გადმოვარდა - ერთ-ერთი ადგილზე დაიღუპა

თბილისში, მეტროსადგურ „გოცირიძეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მშენებარე კორპუსიდან 2 მუშა გადმოვარდა.

ერთი მათგანი ადგილზე დაიღუპა, ხოლო მეორე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

ადგილზე სამართალდაცველები მუშაობენ.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს (სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია).





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics