|
2020-01-24 16:27:20, 16683 ნახვა
High - Tech
2020 წლის საუკეთესო შეთავაზებები შაომისგან
ტელეფონის არჩევისას შაომი (Xiaomi) აუცილებლად პირველ ადგილზე უნდა იყოს განსახილველ ბრენდებს შორის. ეს ბიუჯეტური ბრენდი გთავაზობთ ტოპ გაჯეტების ფუნქციებს ხელმისაწვდომ ფასად. სწორედ აგრესიული საფასო პოლიტიკის წყალობით ეს ბრენდი ევროპაშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. ძირითადად კი ის სეგმენტი მოიცვა ვისთვისაც ბრენდის სახელი დიდ როლს არ თამაშობს, ტექნიკური მახასიათებლებისგან განსხვავებით. ქართულ ბაზარზე მეტწილად შეხვდებით შაომის სმარტფონების ორ ძირითად მიმართულებას mi და Redmi. 1.Xiaomi Mi 9 საუკეთესო არჩევანია ამ ეტაპზე არსებული მოდელებიდან. ეს სმარტფონი გაეშვა ბაზარზე 2019 წლის მარტში და ჯერ არ კარგავს აქტუალობას. ეს იყო პირველი მოდელი ამ ფასად, რომელსაც აქვს სამი კამერა. ეს მოდელი გამოირჩევა ასევე დახვეწილი ვიზუალით, დიდი ეკრანით, მძლავრი ოპერატიული სისტემით, სწრაფი დატენვით და რათქმაუნდა ფანტასტიკური კამერით. 2. Xiaomi Mi Mix 3 ეს არის საუკეთესო ბიუჯეტური მოდელი, გაგიკვირდებათ და ამ ტელეფონს მთლიანი ეკრანი აქვს, არანაირი სელფის კამერა, აქ შაომი სურპრიზებს გვპირდება. თანამედროვე ჯადოსნობა და ხელის ერთი მოძრაობა ძირითად ეკრანს გადააქცევს სელფის კამერად. გარდა ამისა შაომის ბრენდი ცნობილია გამძლე კორპუსით, დიდი ეკრანი რეგულირდება მგნიტური ჩარჩოებით რომელიც არმოგცემთ არასწორი კომბინაციების საშუალებას. საგულისხმოა რომ ამ მოდელს არ აქვს ამინდისადმი მდგრადობა, ასევე იმდენად ახალი ტელეფონია, ჯერ უცნობია ხანგრძლივი დროის პერიოდში, რამდენად გამძლეა სენსორული სისტემა. ამ მოდელის ძირითადი კონკურენტული უპირატესობა მდგომარეობს გამძლე ელემენტში, ასევე მომხმარებელს იზიდავს ტელეფონის დახვეწილი დიზაინი. გლუვი მეტალის ზედაპირი ტელეფონის უკანა კორპუსზე ფანტასტიკურად გამოიყურება. ასევე შთამბეჭდავია დიდი ეკრანი რომელიც მინიმალურად იზღუდება გარე ჩარჩოთი,ხოლო ტექნიკური მონაცემებით არის ტოპ ფლაგმანების ზუსტი ანალოგი. შაომი საუკეთესო ბიუჯეტური ბრენდია, მრავალფეროვანი არჩევანი კი ერგება ყველას გემოვნებას. თქვენ გაქვთ საშუალება ყველა ამ ტელეფონის მოდელი შეადაროთ ონლაინ პლადფორმაზე, გაეცნოთ შეთავაზებებს და აირჩიოთ საუკეთესო.
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|



ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)