04:40 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-23 16:02:22, 2819 ნახვა

სამართალი
მიხეილ კალანდიას ადვოკატი: შეეშვან ზაზა სარალიძეს ის პოლიტიკური ძალები, რომელთა მიზანი დესტაბილიზაციაა

„შეეშვან ზაზა სარალიძეს ის პოლიტიკური ძალები, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა მიზანი არის დესტაბილიზაცია“, -  ამის შესახებ მიხეილ კალანდიას ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ, საქალაქო სასამართლოში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

ადვოკატის თქმით, აღნიშნულ საქმეს კონკრეტული პირები მათი მერკანტელური, პოლიტიკური მიზნების დასაკმაყოფილებლად იყენებენ.

„ჯერ კიდევ არიან ამ საქმის უკან მდგომი ისეთი ძალები, ვისაც აინტერესებს დესტაბილიზაცია და ჭეშმარიტების არდადგენა აღნიშნულ საქმეზე. აქედან გამომდინარე, ვაცხადებ, რომ შეეშვან ზაზა სარალიძეს ის პოლიტიკური ძალები, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა მიზანი არის დესტაბილიზაცია და ამ საქმის გამოყენება მათი ვიწრო მერკანტილური, პოლიტიკური მიზნების დასაკმაყოფილებლად“, – განაცხადა ზურაბ თოდუამ.

შეგახსენებთ, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ კალანდიას საქმე განიხილებოდა, ზაზა სარალიძესა და მიხეილ კალანდიას მამას შორის დაპირისპირება მოხდა. აღნიშნული მას შემდეგ დაიწყო, რაც მოწმის დაკითხვისას ზაზა სარალიძემ პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა, რასაც მიხეილ კალანდიას მამისა და ძმის უკმაყოფილება მოჰყვა. თეიმურაზ და ლუკა კალანდიები ზაზა სარალიძეს დარბაზიდან გაეკიდნენ. ინციდენტის განმუხტვა სასამართლოს მანდატურის სამსახურის ჩარევით გახდა შესაძლებელი

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics