04:35 - 26 Jun, 2026
|
2020-01-11 10:11:17, 4464 ნახვა
მსოფლიო
ირანის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ უკრაინული თვითმფრინავი შემთხვევით ჩამოაგდეს
ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აღიარებს, რომ თეირანის აეროპორტთან უკრაინული თვითმფრინავი სამხედროებმა ჩამოაგდეს, თუმცა მომხდარს „ადამიანურ შეცდომას“ უწოდებს. სახელმწიფო ტელევიზიით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თვითმფრინავის ჩამოგდება წინასწარ არ იყო განზრახული და მომხდართან კავშირში მყოფი ყველა პირი პასუხს აგებს. ცნობისთვის, მანამდე ირანის ხელისუფლება თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტს კატეგორიულად უარყოფდა. შეგახსენებთ, „უკრაინის ავიახაზების“ ავიალაინერი 8 იანვარს, თეირანის აროპორტთან ჩამოვარდა. ავიაკატასტროფას ბორტზე მყოფი 176-ვე პირის სიცოცხლე ემსხვერპლა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)