06:21 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-10 12:28:36, 2232 ნახვა

სამართალი
ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ბრალდებული, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ი.ბ. დამნაშავედ ცნო.

როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ი. ბ.  2019 წლის 4 სექტემბერს, თბილისში, უკანონოდ ინახავდა  ასევე უკანონოდ შეძენილ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით 1020.14 გრ. ნარკოტიკულ ნივთიერებას „ჰეროინს".

„სამართალდამცველებმა ი.ბ. 2019 წლის 4 სექტემბერს ქ. თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის  მე-6 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით  წარედგინა (განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ი.ბ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics