07:16 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-08 13:28:45, 2887 ნახვა

სამართალი
სასაფლაოზე გარდაცვლილი ახალგაზრდის დედა აცხადებს, რომ დამნაშავეებმა კვალის წაშლა სცადეს

„მარტო სიკვდილის დანაშაული არ არის, ბავშვი შეიყვანეს გაწმინდეს, ორი კაცი ხო იყო, ორმა ხო გაწმინდა  ჩემი შვილი, რომ მაგათი ხელი არ დამჩნეოდა“,- ამის შესახებ „დამპალოს“ სასაფლაოზე დაპირისპირებისას მოკლული 24 წლის ახალგაზრდა მამაკაცის დედამ, ელისო წურწუმიამ განაცხადა.

წურწუმია საქმის ობიექტურად გამოძიებას და დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას ითხოვს.

„მათი ხელიდან ჩემი ორივე შვილი მკვდარია. ის რომ ცოცხალია არაფერს ნიშნავს, მათი ხელიდან ჩემი ორივე შვილი მკვდარია და უნდა დაისაჯონ. ისიც არა რომ ციხეში ჩასვან 4-7 წელი, ან მუდმივი პატიმრობა ან თავი მოიკლან“,- განაცხადა ელისო წურწუმიამ.

შეგახსენებთ, რომ 2 იანვარს, ღამის საათებში, ე.წ. „დამპალოს“  სასაფლაოს ტერიტორიაზე, ფიზიკური დაპირისპირების დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე ყოფილმა თანამშრომელმა, ზურაბ ფოფხაძემ მურად წურწუმიას მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის დაზიანებები, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.  ასევე ადგილზე იმყოფებოდა გარდაცვლილის ძმა და ფოფხაძის მეგობარი, რომელსაც ბრალი ამ დრომდე არ წარდგენია. ცნობისთვის, გარდაცვალების ფაქტზე დაკავებულ ზურა ფოფხაძეს, საქალაქო სასამართლომ გუშინ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
დონალდ ტრამპის შესახებ ახალი წიგნი, გამოსვლიდან პირველივე კვირაში ბესტსელერი გახდა
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics