|
2020-01-08 12:02:44, 2721 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის საელჩო ირანში ბოინგის ჩამოვარდნის მიზეზად, ტერაქტს ან სარაკეტო იერიშს ამ ეტაპზე გამორიცხავს
ირანის ისლამურ რესპუბლიკაში უკრაინის საელჩო, უკრაინული ბოინგის ჩამოვარდნის მიზეზად, ტერაქტს ან სარაკეტო იერიშს ამ ეტაპზე გამორიცხავს. - ამის შესახებ ირანში უკრაინის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. "ჩვენი საელჩო ამ დროისთვის ამოწმებს ინფორმაციას ტრაგედიისა და დაღუპულთა შესახებ. ჩემი გულითადი სამძიმარი ყველა მგზავრისა და ეკიპაჟის წევრის ოჯახსა და ახლობლებს,"- დაწერა ზელენსკიმ ტელეგრამში. ირანის ტელევიზიის ცნობით, თეირანის აეროპორტთან ჩამოვარდნილი უკრაინული თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი, 180-მდე პირი დაიღუპა. უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების კუთვნილი ბოინგ 737-ის ტიპის თვითმფრინავი, რეისს კიევის მიმართულებით ასრულებდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)