12:21 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-04 19:36:27, 2166 ნახვა

კომენტარი
მეუფე პეტრე - პატრიარქი პირველ პირებს პირადად სთხოვდა ადამიანების შეწყალებას, ოფიციალური მიმართვის გარეშე

„მე პირადად უამრავი შემთხვევის მოწმე ვარ, როდესაც პატრიარქი პირადად პირველ პირებს სთხოვდა ადამიანების შეწყალებას, ყოველგვარი ოფიციალური მიმართვის გარეშე“,- ამის შესახებ ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ახსოვს ის ფაქტიც, თუ როგორ ათხოვნინეს პატრიარქს ყოფილი პრემიერისთვის, გიორგი კვირიკაშვილისთვის თურქი ტერორისტების შეწყალება.

„ეს თუ ესე მოხდა, მე თავიდანვე გამიჩდა ეჭვი და ეს იქნება დადგმული სცენარი, ეს იქნება შეურაცხყოფა და თავზე ლაფის გადასხმა სინოდის წევრებზე, წმინდა სინოდზე და ასევე წმინდა სინოდის წევრების მხრიდან საკუთარ თავზე ლაფის დასხმა იქნება. მე პირადად უამრავი შემთხვევის მოწმე ვარ, როდესაც პატრიარქი პირადად პირველ პირებს სთხოვდა ადამიანების შეწყალებას, ყოველგვარი ოფიციალური მიმართვის გარეშე. მათ შორის ცნობილია,  დაცვის ხელმძღვანელმა  სასამართლოშიც კი  დაადასტურა, როდესაც თურქი ტერორისტების შეწყალება ათხოვნინეს პრემიერ კვირიკაშვილისთვის პატრიარქს. დაცვა რომ არ ჩარეულიყო თხოვნაც შესრულდებოდა. გამოვიდეს ის უპასუხისმგებლო ადამიანი, ყოფილი პრემიერი, რომელმაც რაღაც სამართლიანობის და მორწმუნე ადამიანის მანტია მოისხა და ისე წავიდა თანამდებობიდან თითქოს და უარყოს თუ არ ვარ მართალი“,- განაცხადა მეუფე პეტრემ.

შეგახსენებთ, დღეს მამა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ საპატრიარქოს შუამდგომლობებიდან, რომელიც პრეზიდენტს გაეგზავნა, მხოლოდ 5%-ია დაკმაყოფილებული. მანვე აღნიშნა, რომ შეწყალება პრეზიდენტის პრეროგატივაა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დემო დღე 25 ივნისს გაიმართება
საქართველოს ბანკისა და Emolas Corporation - ის პარტნიორობის ფარგლებში, სამეფო უბნის თეატრი სპექტაკლ „მოახლეებს“ ნიუ იორკის სცენაზე წარადგენს
ალეკო ელისაშვილმა პაპუაშვილს სასამართლოში უჩივლა
Procter & Gamble-მა სანქცირებულ TV იმედთან თანამშრომლობა შეწყვიტა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics