12:22 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-31 11:12:34, 4001 ნახვა

კომენტარი
ანა ნაცვლიშვილი - ღირსების შეგრძნების მქონე ადამიანი შვილს პარლამენტთან განთავსებულ ატრაქციონებზე არ მიიყვანს

„დაყავი, გარყვენი და იბატონე - ესაა ერთადერთი, რისი შემოთავაზებაც ოცნებას შეუძლია ამ ქვეყნისთვის, მისი მომავლისთვის, ჩვენი შვილებისთვის - იმ შვილებისთვის, ვისი სახელითაც დადგეს ეს ატრაქციონები და ბატუტები!“, - ასე გამოეხმაურა მოძრაობა „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი მერიის მიერ პარლამენტთან კარვების აღების ფაქტს.

მისი თქმით, ხელისუფლებამ ბავშვები შვილმოკლულ მამას დაუპირისპირა:

„ბავშვები დაუპირისპირეს შვილმოკლულ მამას; კაცს, რომელსაც ჯერ შვილი მოუკლეს და მერე იმის უფლებაც წაართვეს, სიმართლე იცოდეს- ვინ და რატომ ჩაიდინა ეს! ყველაფრის მიღმაა ცინიზმის ხარისხი! ყველაფრის მიღმაა სახელმწიფოს და საზოგადოების ასეთი ჩეხვა!

არც ერთი ღირსების შეგრძნების მქონე ადამიანი შვილს არ მოიყვანს ამ ატრაქციონებზე,

თავად დასხედით ზედ, ჯამბაზებო, სხვა მაინც არაფრისთვის ვარგიხართ!“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ მერიის თანამშრომლებმა პარლამენტის შენობასთან განთავსებული კარვები, სადაც მალხაზ მაჩალიკაშვილი და მისი მხარდამჭერები იმყოფებოდნენ, დაშალეს და მის მაგივრად ატრაქციონები დადგეს. კარვების დაშლისას ადგილზე დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც პოლიციამ 9 პირი დააკავა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დემო დღე 25 ივნისს გაიმართება
საქართველოს ბანკისა და Emolas Corporation - ის პარტნიორობის ფარგლებში, სამეფო უბნის თეატრი სპექტაკლ „მოახლეებს“ ნიუ იორკის სცენაზე წარადგენს
ალეკო ელისაშვილმა პაპუაშვილს სასამართლოში უჩივლა
Procter & Gamble-მა სანქცირებულ TV იმედთან თანამშრომლობა შეწყვიტა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics