12:21 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-30 12:50:00, 3805 ნახვა

კომენტარი
გახარია - მთავრობას და ოპოზიციას სხვადასხვაგვარად გვაქვს განაწილებული პასუხისმგებლობა, თუმცა ქვეყანას ერთად უნდა მოვუაროთ

2019 წელი საკმაოდ დინამიური და გამოწვევებით სავსე წელი იყო, თუმცა გვქონდა სერიოზული მიღწევებიც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის 2019 წლის ბოლო სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, საკმაოდ მაღალი იყო პოლარიზაცია საზოგადოების სოციალურ ცხოვრებაში, თუმცა ყველას კარგად უნდა ახსოვდეს, რომ ხელისუფლება როგორც ოპოზიციის, ასევე მთავრობის ერთიანი ჯაჭვია.

„რა თქმა უნდა, ჩვენ სხვადასხვანაირად გვაქვს გადანაწილებული პასუხისმგებლობა, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე და ყველამ ერთად მოვუაროთ ჩვენს ქვეყანას", - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა მთავრობის წევრებს, წინამორბედ მამუკა ბახტაძეს და მინისტრთა კაბინეტის ყოფილ წევრებს.

„მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობის ყველა წევრს გაწეული უაღრესად მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის. დიდი მადლობა კაბინეტის ყველა ყოფილ წევრს, ჩემს წინამორბედ მამუკა ბახტაძეს 2019 წელს დაწყებული შრომისთვის. გილოცავთ დამდეგ ახალ წელს, გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს პროფესიულ საქმიანობაში და ქვეყნის განვითარებაში", - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დემო დღე 25 ივნისს გაიმართება
საქართველოს ბანკისა და Emolas Corporation - ის პარტნიორობის ფარგლებში, სამეფო უბნის თეატრი სპექტაკლ „მოახლეებს“ ნიუ იორკის სცენაზე წარადგენს
ალეკო ელისაშვილმა პაპუაშვილს სასამართლოში უჩივლა
Procter & Gamble-მა სანქცირებულ TV იმედთან თანამშრომლობა შეწყვიტა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics