02:56 - 26 Jun, 2026
|
2019-12-28 10:31:06, 5616 ნახვა
მსოფლიო
რუსეთმა ზებგერითი სარაკეტო სისტემა „ავანგარდი“ განათავსა
რუსეთის ფედერაციამ ზებგერითი სარაკეტო სისტემა „ავანგარდი“ განათავსა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. სისტემის განთავსების ზუსტი ადგილი დასახელებული არ არის, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, სისტემა ურალში, პოლკი ორენბურგის ოლქში განთავსდა. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ აღნიშნა, რომ სარაკეტო სისტემა 27 დეკემბერს, მოსკოვის დროით 10:00 საათზე ამოქმედდა. შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ბირთვული იარაღის გადატანის შესაძლებლობის მქონე ზებგერითი სარაკეტო სისტემა, რომელსაც მომავალ სარაკეტო თავდაცვის სისტემებში შეჭრა შეუძლია, მხოლოდ რუსეთს აქვს. მანვე აღნიშნა, რომ „ავანგარდის“ მაქსიმალური სიჩქარე ბგერის სიჩქარეს 20-ჯერ აღემატება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)