|
2019-12-09 15:20:44, 7189 ნახვა
მსოფლიო
რუსეთს ოლიმპიადასა და მსოფლიო ჩემპიონატებში მონაწილეობა 4 წლით აეკრძალა
მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ (WADA) მიიღო გადაწყვეტილება, რომ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებს ყველაზე მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა ოთხი წლის ვადით აუკრძალოს. ეს ნიშნავს, რომ რუსეთის დროშა არ აღიმართება ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადასა და ფეხბურთში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ყატარში ჩატარდება. ამავე დროს, რუს სპორტსმენებს უფლება ექნებათ, შეჯიბრებებში მონაწილეობა მხოლოდ ნეიტრალური დროშის ქვეშ მიიღონ და ისიც იმ შემთხვევაში, თუ დაამტკიცებენ, რომ დოპინგი არ მიუღიათ. ორგანიზაციის გადაწყვეტილებითვე, ოთხი წლის განმავლობაში რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ ჩატარდება დიდი საერთაშორისო სპორტული ღონისძიებები. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს 298 რუს სპორტსმენზე ჰქონდა ეჭვი, აგრეთვე აცხადებდნენ, რომ რუსული მხარე მონაცემებს აყალბებდა და სააგენტოთან არ თანამშრომლობდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)