23:10 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-29 15:57:00, 3118 ნახვა

კომენტარი
გოგაძე აქციის ორგანიზატორებზე - ეს ის ხალხია, რომელიც მსუბუქი დანაშაულისთვის დაკავებულ არასრულწლოვანთა ოჯახებს ყველაფრის გაყიდვას აიძულებდა

„ეს ის ხალხია, რომელიც მსუბუქი დანაშაულისთვის დაკავებულ არასრულწლოვანთა ოჯახებს ყველაფრის გაყიდვას აიძულებდა“, - ასე გამოეხმაურა ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გამართულ საპროტესტო აქციას გენერალური პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე, რომელსაც ადგილზე შეძახილებით დახვდნენ.

აქციის მიმდინარეობისას გოგაძე ბიბლიოთეკაში გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის საიუბილეო ღონისძიებას ესწრებოდა,

„უამრავი ქართული ხალხური გამონათქვამი არსებობს, ვისგან შეიძლება გეწყინოს რაიმე. თუმცა, ესენი  არიან ადამიანები, რომლებიც მთელი თავისი საზოგადოებრივი მოღვაწეობით არიან უსინდისოები. თუნდაც,  ძალიან სიმბოლურია დღევანდელი დღე, რომელიც არასრუწლოვანთა მართლმსაჯულების თემას ეხებოდა. ეს ის ხალხია, რომელიც ნულოვანი ტოლერანტობის ფარგლებში, ძალიან მსუბუქი დანაშაულისათვის დაკავებული არასრულწლოვნების  ოჯახებს აიძულებდნენ,  გაეყიდათ ყველაფერი, თუკი რაიმე გააჩნდათ, რათა შემდეგ ისეთ გმირებს, რომლებსაც გმირებს უწოდებენ, რომელსაც პოლიტიკურ პატიმრებს უწოდებენ , როგორებიც არიან ბატონი კოდუა, ბატონი ქარდავა, ბატონი უდესიანები, ევლოთ  ძალიან ძვირადღირებული მანქანებით“,- განაცხდა გენერალური პროკურორის მოადგილემ.

გიორგი გოგაძემ აღნიშნა, რომ საქართველოში  განრიდებისა და მედიაციის  პროგრამის განხორციელების შედეგად, 2013 წლის შემდეგ,  განრიდებულია 99% - 4 000 ახალგაზრდა, რეციდივის მაჩვენებელი კი მხოლოდ 9%-ს შეადგენს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics