17:19 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-28 14:38:01, 1440 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა: ახლა ჩვენი მთავარი საზრუნავია, არსებული ფონის მიუხედავად, ეკონომიკის განვითარების ტემპი შევინარჩუნოთ

„რასაკვირველია, ნებისმიერი რადიკალიზაცია,  დესტაბილიზაციის მცდელობა  არის ნეგატიური ჩვენი ეკონომიკისთვის", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად, თუ როგორ აისახება მიმდინარე საპროტესტო აქციები ქვეყნის ეკონომიკაზე.

ნათია თურნავას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ არსებული ფონი ბიზნესზე არ აისახოს. „ახლა ჩვენი, განსაკუთრებით ეკონომიკური ბლოკის მინისტრების და მათ შორის ჩემი მთავარი საზრუნავია,  ამ ფონის მიუხედავად, ბიზნესი, ინვესტორები არ დავაფრთხოთ და ყველანაირი შესაძლებლობა მივცეთ, რომ ეკონომიკა კვლავ იმ ტემპით განვითარდეს, როგორც აქამდე ვითარდებოდა", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, ნათია თურნავას თქმით, საპროტესტო გამოსვლები სრულიად დემოკრატიული პროცესია, თუ ისინი კანონის ჩარჩოს არ სცდება და მათი მიზანი სახელმწიფო სტურქტურების პარალიზება  არ არის.

 „რაც შეეხება არაკანონიერ გამოვლინებებს, რომლებიც მიმართულია ჩვენი მუშაობის ხელის შეშლისკენ და სახელმწიფო უწყებების, სტრუქტურების პარალიზებისა და საბოტაჟისკენ, ამას ძალიან ადეკვატური პასუხი ეცემა სრულიად ცივილიზებული სახით. არ მგონია, რომელიმე განვითარებულ სახელმწიფოში რაიმე სხვა რეაქცია ჰქონოდეს ხელისუფლებას ამაზე", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში მომხდარი ჩხუბის გამოძიებას მოითხოვს
რა შეიცვალა საქართველოს ეკონომიკისთვის ახლო აღმოსავლეთის შეთანხმებიდან ორი კვირის თავზე?
პაპუაშვილი – ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური
Flyone-მა კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics