13:47 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-27 19:21:45, 3637 ნახვა

სამართალი
პარლამენტის 50 ყოფილი დეპუტატი პენსიის გაზრდას ითხოვს

საქართველოს პარლამენტის 50 ყოფილი დეპუტატი სახელმწიფოსგან დანიშნული პენსიის გაზრდას ითხოვ.

მათ შესაბამისი სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს.

სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ მოსარჩელეები სადავოდ ხდიან ნორმებს, რომლებიც, განსაზღვრავს, რომ სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 560 ლარს და, ამასთანავე, ადგენს კომპეტენტური ორგანოს ვალდებულებას, ამ წესთან მოიყვანოს შესაბამისობაში უკვე დანიშნული კომპენსაციები.

„2019 წლის 27 ნოემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „ლევან მესხი, ნესტან კირთაძე, თამაზ ბოლქვაძე და სხვები (სულ 50 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელები №648, №1315, №1369, №1370, №1371, №1372, №1373, №1374, №1375, №1379, №1385, №1386, №1388, №1391, №1397, №1398, №1405, №1406, №1407, №1411, №1413, №1414 და №1415).

მოსარჩელეები სადავოდ ხდიან ნორმებს, რომლებიც, განსაზღვრავს, რომ სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 560 ლარს და, ამასთანავე, ადგენს კომპეტენტური ორგანოს ვალდებულებას, ამ წესთან მოიყვანოს შესაბამისობაში უკვე დანიშნული კომპენსაციები.

მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ მათ, როგორც ყოფილი პარლამენტის წევრებს, 2005 წლის პირველი აპრილიდან დაენიშნათ სახელმწიფო კომპენსაცია 750 ლარის ოდენობით. თუმცა, 2006 წლის პირველი იანვრიდან, სადავო ნორმების ამოქმედების შედეგად, დანიშნული კომპენსაცია შეუმცირდათ 190 ლარით და გაუტოლდა 560 ლარს. მოსარჩელეებს მიაჩნით, რომ აღნიშნული სარგებელი დაცული იყო საკუთრების კონსტიტუციური უფლებით. შედეგად, სადავო ნორმები, რომლებზე დაყდნობითაც შემცირდა მათთვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობა, ამ თვალსაზრისით, არღვევს საკუთრების უფლებას (საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები).

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.

დავის საგანი: ა) №648 კონსტიტუციურ სარჩელზე: „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.

ბ) №1315, №1369, №1370, №1371, №1372, №1373, №1374, №1375, №1379, №1385, №1386, №1388, №1391, №1397, №1398, №1405, №1406, №1407, №1411, №1413, №1414 და №1415 კონსტიტუციურ სარჩელებზე: „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლისა და 41-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით“, - ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics